+995 571 000 557
advert@tbili.ge


განცხადების განთავსების წესი

• განცხადების განთავსებისათვის ახალმა მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო რეგისტრირებულმა მომხმარებელმა მოახდინოს ავტორიზაცია საიტზე.
• ავტორიზაციის შემდეგ დააჭირეთ საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკს „განცხადების განთავსება“
• გახსნილ გვერდზე აირჩიეთ სასურველი რუბრიკა, ქვერუბრიკა და ა.შ
• შეავსეთ ვარსკვლავით * აღნიშნული ყველა სავალდებულო ველი.
• განცხადების ეფექტურობისათვის გირჩევთ ატვირთოთ სურათები. განცხადება, რომელსაც აქვს 1 სურათი მაინც, იღებს 5-ჯერ მეტ გამოხმაურებას.
• განცხადების შევსებისა და ფოტოების ატვირთვის შემდეგ აირჩიეთ თქევნთვის სასურველი განცხადების სტატუსი და დააჭირეთ ღილაკს „განთავსება“
• განცხადების დამატების შემდეგ თქვენ გადახვალთ პირადი კაბინეტის გვერდზე, სადაც ნახავთ თქვენს მიერ დამატებულ განცხადებას.

როგორ დავრეგისტრირდეთ tbili.ge-ზე

• იმისთვის, რომ გაიაროთ რეგისტრაცია tbili.ge-ზე დააჭირეთ საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს „შესვლა“ და შემდეგ „რეგისტრაციას“
• შემდგომ შეავსეთ ფორმაში არსებული ველები
• ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ გვერდის ბოლოში არსებულ ღილაკს „რეგისტრაცია“.
• „დამოწმების“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადახვალთ ავტორიზაციის ფანჯარაში, სადაც უკვე შეძლებთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ფასიანი განცხადებები

° ჩვენ გვაქვს 2 ტიპის ფასიანი განცხადება:

1. Super Vip განცხადება - მისი ღირებულებაა 2 ლარი 24 საათში.

2. Vip განცხადება - მისი ღირებულებაა 1 ლარი 24 სააათში.

Super Vip განცხადება ჩანს პირველ გვერდზე სულ ზედა მხარეს, რათა მომხმარებელს პირველივე შეხედვიდან მოხვდეს თვალში.

Vip განცხადება დევს მეორე კატეგორიაში.

ორივე ფასიანი განცხადების ხილვადობა მაღალია. გარდა ამისა, ძიების დროსაც პირველად მოდის ძიების შესაბამისი Super vip განცხადებები, შემდეგ მოდის Vip განცხადებები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება უფასო განცხადებები.

როგორ გავააქტიურო ვადაგასული განცხადება

• თუ თქვენს განცხადებას მითითებული ვადა გაუვიდა (მაქსიმალური ვადაა 30 დღე), ის საიტზე აღარ გამოჩნდება და გადავა ვადაგასულ განცხადებებში. ამ განცხადების გასააქტიურებლად საჭიროა შეხვიდეთ პირად კაბინეტში, შემდეგ მოძებნოთ სასურველი განცხადება და მის გასწვრივ დააჭიროთ გააქტიურების ღილაკს. ამის შემდეგ განცხადება გადავა აქტიურ განცხადებებში და საიტზე ისევ განთავსდება.

განცხადების განთავსების წესები

tbili.ge-ზე ყველა განცხადება უნდა იყოს გამოქვეყნებული გარკვეული წესების მიხედვით. წესის დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ფასიანია თუ არა განცხადება, საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, წაშალოს ის.

• აკრძალულია ერთი და იგივე განცხადების ერთზე მეტჯერ გამოქვეყნება. წესის დამრღვევს დადება ბანი, განცხადება კი წაიშლება.

• დაუშვებელია აგრეთვე ერთი და იგივე განცხადების გამოქვეყნება სხვადასხვა მომხმარებლის პროფილის გამოყენებით.

• მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ასეთი მომხმარებლები იბლოკებიან სამუდამოდ.

• იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას განათავსებთ არასწორ რუბრიკაში/კატეგორიაში, საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, წაშალოს ან გადაიტანოს განცხადება შესაბამის რუბრიკაში.

• ერთ განცხადებაში უნდა იყოს მხოლოდ ერთი ობიექტის/ნივთის/მომსახურების აღწერილობა.

• არჩეული ფოტოსურათი უნდა შეესაბამებოდეს განცხადების სათაურს და აღწერილობას.

• დაუშვებელია სურათზე იყოს ასახული რომელიმე კომპანიის ლოგო და სახელი.

• აკრძალულია სურათზე ასახოთ საკონტაკტო ინფორმაცია ასევე მისამართები, ბმულები და საიტის სახელები.

საიტზე განთავსებული განცხადება არ უნდა იყოს:

• მცდარი; არაზუსტი; შეცდომაში შემყვანი; მესამე პირისათვის ზიანის მიმყენებელი.

• მედიკამენტების ყიდვა-გაყიდვის, უძრავი ქონების საათობრივი გაქირავების, სუროგაცია-დონაციის, ინტიმური მომსახურების, მაგიისა და მკითხაობის შინაარსის განცხადებები;

• არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს.

• არ უნდა შეიცავდეს მუქარას;

• არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას არაკანონიერი ქმედებისადმი;

• არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიექტისგან განსხვავებული ობიექტის / მომსახურების შესახებ;

• არ უნდა შეიცავდეს ფასიანი სატელეფონო მომსახურების მქონე ნომერს;

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გაუფრთხილებლად წაშალოს თქვენი განცხადებები და დაბლოკოს მომხმარებლის პროფილი(ანგარიში). განმცხადებელი ვალდებულია:

• გამოიყენოს მხოლოდ მის გამოყენება/მოხმარებაში არსებული ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი.

• განცხადებები არარსებული ტელეფონის ნომრებით წაიშლება.

• განცხადების ტექსტში არ მიუთითოთ სხვა საიტების დასახელება და ლინკები.